ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35793

ფაქტი 35793

1881 წლის მარტში სოფელ ლანჩხუთის სასწავლებლის მასწავლებელმა სპირიდონ კვირკველიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად მიიღო შემდეგი წიგნები და სასწავლო ნივთები: „დედა ენა“ – 15, „ბუნების კარი“ – 5, დედანი – 15, ასპიდის დაფა – 15. შემოწირული წიგნები და ნივთები დაურიგდათ ღარიბ მოსწავლეებს, რომელთაც არ ჰქონდათ ყიდვის საშუალება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35793; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .