ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35827

ფაქტი 35827

1881 წლის 25 ნოემბერს მასწავლებელი ლეონტი ჯაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ ქვატანის სკოლისთვის პირველ რიგში საჭიროა მოსწავლეთა მერხები, ჩუბინიშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონი, დიდებულიძის „საღმრთო ისტორია“ (თარგმნილი ქართულად), ევტუშევსკის „არითმეტიკის მეთოდიკა“, „ვეფხისტყაოსანი“, ქართველი მეფეების ცხოვრება და სხვა ქართული წიგნები, რამდენიც შესაძლო იქნება. ასევე ღარიბთათვის შესაწირავად საჭირო იყო 30 ეგზემპლარი „დედა ენა“, 30 ცალი წერის დედანი (ჯუღელის), 30 დახაზული საწერი რვეული, 5 ცალი „ბუნების კარი“, 20 ასპიდის დაფა თავისი გრიფელებით, კალმები, ოთხკუთხიანი სახაზავები. ის გამგეობას სთხოვს, აღნიშნულ ნივთები გამოაგზავნონ არა სამაზრო სასამართლოდან, არამედ პირდაპირ, რადგან სასწავლებელი არის რკინიგზის პირას, შემდეგ მისამართზე: აბაშის სადგური, ქვატანის სკოლა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35827; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .