ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36292

ფაქტი 36292

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ ამცნო, რომ განყოფილების გამგეობის დადგენილებით დაბა ზუგდიდში დასაწყისი სკოლის გახსნა იმ წლის იანვრისთვის გადაიდო იმდროინდელი არეული მდგომარეობის გათვალისწინებით. კრებამ გამგეობას დაავალა, თვალი მიედევნებინა იმისთვის, რომ დირექციის მიერ გამოგზავნილ ნებართვას ვადა არ გასვლოდა და რომ განყოფილებას არ დაეკარგა მთავარი გამგეობის დაპირებული მასწავლებლის ჯამაგირი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36292; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .