ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36311

ფაქტი 36311

1922 წლის 5 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, 28 დეკემბერს საზოგადოების მიერ შეცვლილი წესდების პროექტის მოსმენისას დამსწრე წევრებს სთხოვეს აზრი გამოეთქვათ ამა თუ იმ მუხლის შესახებ, მოსმენას სარევიზიო კომისის წევრებიც დაესწრნენ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ანა ილიას ასულმა სლოლოღაშვილმა და დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36311; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .