ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36312

ფაქტი 36312

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე და ერთ–ერთი წევრი ხელს აწერდნენ: ვექილობის, ხელშეკრულების, ნასყიდობის და ყველანაირი პირობის ქაღალდებს. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36312; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .