1919 წლის 25 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარიანის სკოლის მასწავლებელის მიხეილ ჩიქვინიძის თხოვნა, რომელიც მამის გარდაცვალების გამო ერთჯერად დახმარებას და ავანსის სახით ორი თვის: თებერვლისა და მარტის ჯამაგირს ითხოვდა. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ მას დახმარების სახით 200 მანეთი და ავანსად თებერვლის ჯამაგირი მისცემოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3648 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3648]; წვდომის თარიღი: 2019-09-18