1919 წლის 25 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა თბილისის მოქალაქე ვარდენ ძიძიშვილის განცხადება, სიცოცხლეშივე საზოგადოებისთვის საკუთარი სახლის გადაცემის თაობაზე, თუკი საზოგადოების გამგეობა მის შენახვას იკისრებდა. მას ყოველწლიურად 6000 მანეთი შეჰქონდა. ძიძიშვილის სახლი დაათვალიერა გამგეობის მდივანმა ვ. ბურჯანაძემ, რომლის აზრით, აღნიშნული პირობით ამ სახლის მიღება საზოგადოებისთვის ხელსაყრელი არ იყო. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცათ წინადადება ძიძიშვილისთვის თუ ინებებდა, დაუყოვნებლივ გადაეცა თავისი საკუთარი სახლი საზოგადოებისთვის, მთელი შემოსავალი კი სიცოცხლეშივე თვითონვე მოეხმარა და სახლისთვისაც პატრონობა გაეწია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3649 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3649]; წვდომის თარიღი: 2019-08-21