ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36515

ფაქტი 36515

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ რუსეთსა და ოსმალეთს შორის გამართულ ომში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც რუსი ჯარისკაცების გვერდით თავისი ღირსების, პატივისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად იბრძოდნენ. ქართველ ჯარისკაცებს დროშაზე ეწერათ შემდეგი სიტყვები: „ჩაგრულთა დასახსნელად და მჩაგვრელთა შესაკავებლად ამოიღო ხმალი იმპერატორმა“.

წელი:
1877
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ივერია, 1877 | 21 აპრილი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36515; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .