1919 წლის 25 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა საკითხი საზოგადოების საქმეთა სასამართლოებში საწარმოებლად ვექილის არჩევის შესახებ. გამგეობის ცნობით, ვექილთან მოლაპარაკება მინდობილი ჰქონდა ვ. ბურჯანაძეს, რომელიც კ. ნინიძეს მოელაპარაკა. გამგეობამ სასამართლოებში საზოგადოების საქმეთა საწარმოებლად გამგეობის წევრი კირილე იესეს ძე ნინიძე აირჩია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3654 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3654]; წვდომის თარიღი: 2019-08-22