ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3658

ფაქტი 3658

1919 წლის 1-ლ თებერვალს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ავლაბრის სახალხო გვარდიის შტაბის თხოვნა ამავე შტაბის გვარდიელებისთვის ახლად დაარსებული წიგნსაცავ-სამკითხველოს წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით მას ათი თუმნის წიგნები გადასცეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3658; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .