ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36591

ფაქტი 36591

1922 წლის 8 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების წევრებმა დაამტკიცეს ახალი წესდება, რომლის თანახმადაც წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების მიზანი იყო გავრცელება, გაყიდვა თუ უფასოდ დარიგება როგორც თავისი გამოცემული, ასევე სხვისგან შესყიდული ან გასაყიდად მიღებული წიგნებისა, ასევე, სხვა ყველანაირი ნაბეჭდი და სკოლებში საჭირო ნივთებისა. კრების ოქმს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36591; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .