1919 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხლეს სოფელ აკაურთის მასწავლებელის, ქეთევან ჯინჭველაშვილის განცხადება. მან ავადმყოფობის გამო უარი განაცხადა მასწავლებლის ადგილზე. სკოლაში სწავლა რომ არ შემწყდარიყო თვითონ მონახა მოადგილე ქეთევან მახათაძე, ეპარქიული სასწავლებლის კურსდამთავრებული, რომელსაც 1 წლის პრაქტიკაც ჰქონდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ჯინჭველაშვილისთვის მიეცათ თებერვლის ჯამაგირი, მის ადგილზე კი დროებით ქეთევან მახათაძე დაენიშნათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3669 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3669]; წვდომის თარიღი: 2019-09-21