1919 წლის 8 თებერვლის დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის განცხადება, რომ საქმისთვის უფრო ხელსაყრელია მაღაზია ღია იყოს 8.30 საათიდან 16.00 საათამდე და საღამოობით არ იღებოდეს. გამგეობის დადგინებით, მაღაზია დღისით უნდა იღებოდეს 9 საათზე, იხურებოდეს 14.00 საათზე, საღამოობით 16.30-იდან 19 საათამდე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3676 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3676]; წვდომის თარიღი: 2019-09-21