1919 წლის 15 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი სექციის აზრი, რომ სასურველია, შეიძინონ ანასტასია ხოშტარიას ნაწერები. გამგეობამ დაადგინა, ანასტასია ხოშტარიასგან შეეძინათ მისი ნაწერების გამოცემის უფლება და ჰონორარის ანგარიშში მიეცათ 1000 მანეთი იმ შემთხვევაში, თუ ის დათანხმდებოდა სექციის შემუშავებულ პირობებს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3687 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3687]; წვდომის თარიღი: 2019-09-21