1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარიანის სკოლის მასწავლებელ მიხეილ ჩიქვინიძის თხოვნა სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. გამგეობამ დაამტკიცა სასკოლო სექციის დადგენილება, რომლის თანახმადაც, ჩიქვინიძე გათავისუფლდა თანამდებობიდან. მას მოეთხოვა ხარჯთაღრიცხვა და ყოველი სასკოლო კუთვნილება ჩააბაროს სიით მასწავლებელ ბასილაშვილს და სია წარმოუდგინოს გამგეობას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3692 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3692]; წვდომის თარიღი: 2019-09-21