1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი „დედაენის“ I ნაწილის გამოცემის შესახებ. საქართველოს რესპუბლიკის ქალაქთა კავშირის განათლების განყოფილების გამგე წინადადებით მიმართავს გამგეობას, შეუკვეთოს ხსენებული კავშირის სტამბას დასაბეჭდად „დედა ენა“ I ნაწილი. კავშირის განათლების განყოფილება კისრულობს წიგნის გამოცემას თავისი ქაღალდით, აწყობით, დაბეჭდვით და აკინძვით ცალი 2 მანეთად, ხოლო აუკინძავად – 1 მან. 90 კაპ. სასკოლო სექციამ დაადგინა, კორექტორი და მეთვალყურე ტერენტი წერეთელი მოელაპარაკოს საქართველოს რესპუბლიკის სტამბის განათლების განყოფილების გამგე ს. რობაქიძეს თითოეული ცალის გამოცემის დაკლებაზე, ხოლო უარის შემთხვევაში მიიღონ წარმოდგენილ პირობებში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3695 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3695]; წვდომის თარიღი: 2019-09-21