1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხი: წიგნის გამომცემელი სექციის დადგენილების თანახმად შეეძინათ შიო არაგვისპირელის ყველა მოთხრობა ერთი გამოცემისათვის და ჰონორარის სახით ავტორისთვის 1500 მანეთი მიეცათ. გამგეობამ ეს დადგენილება დაამტკიცა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3698 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3698]; წვდომის თარიღი: 2019-08-25