ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3701

ფაქტი 3701

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სასკოლო სექციის სამოქმედო გეგმა ფა გადაწყვიტეს, სისტემურად დაელაგებინათ საბავშვო მოთხრობები და ლექსები, ამოერჩიათ უცხო ენაზე არსებული საუკეთესო საბავშვო წიგნები და ქართულად ეთარგმნათ. საბავშვო წიგნების გამოცემის საქმის ხელმძღვანელობა მიენდო იპოლიტე ვართაგავას. ყურადღება უნდა მიექციათ სხვადასხვა სამეცნიერო დარგიდან მასწავლებელ-მოწაფეთათვის გამოსაყენებელი წიგნებისთვის, აგრეთვე სახელმძღვანელოების შედგენა-თარგმნისთვის, რისთვისაც საჭირო იყო შეეძინათ ყველა ასეთი წიგნი, განეხილათ სექციაში და აერჩიათ საუკეთესო თარგმანები. ამ საქმის ხელმძღვანელობა მიანდეს ლუარსაბ ბოცვაძესა და ვარლამ ბურჯანაძეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3701; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .