1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართული უნივერსიტეტის პროფესორ იოსებ ყიფშიძის გარდაცვალების გამო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს შუამდგომლობა, რომელსაც გამგეობის წინაშე დეკანოზი კეკელიძე წარმოადგენდა. მათი თხოვნა იყო, ნება მიეცათ განსვენებულის ნეშტის ქართველ მოღვაწეთა სავანეში დაკრძალვისა. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3702 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3702]; წვდომის თარიღი: 2019-09-21