ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3703

ფაქტი 3703

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს კორექტორ-მეთვალყურის, ტერენტი წერეთლის თხოვნა, რომ საზოგადოების გამგეობას მისთვის შეეძინა ელექტროტრამვაით მიმოსვლის მუდმივი ბილეთი, რადგან საქმეების გამო მას ყოველდღე უხდებოდა ქაღალდის შესაძენად, სტამბებში და სხვ. ადგილებში ტრამვაით სიარული. მუდმივი (1 წლის ვადით) ბილეთი ღირდა 660 მანეთი. გამგეობამ გადაწყვიტა, მიეცათ ტრამვაის ქირა ფაქტიური ხარჯების მიხედვით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3703; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .