1919 წლის 1-ლ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ე. სარაჯიშვილის ნების აღმსრულებელთადმი მიმართვა განსვენებულის მიერ ნაანდერძევი თანხიდან 200000 მანეთის წიგნების გამოცემის საჭიროებისთვის გაცემის თაობაზე. გამგეობის ცნობით, წინა წელს უკვე მიღებული ჰქონდათ 120000 მანეთი. ფულის მიღება და საზოგადოების გამგეობის სახელით პირობის მიცემა გამგეობის თავმჯდომარეს დ. გ. კარიჭაშვილს და მდივანს ვ. ბურჯანაძეს დაევალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3706 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3706]; წვდომის თარიღი: 2019-09-16