ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3707

ფაქტი 3707

1919 წლის 1-ელ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს კომისიის მოხსენება მაღაზიის აღწერის შესახებ. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: კალენიკე ქავთარაძე, იოსებ გიორგობიანი, ვარლამ ბურჯანაძე და ტერენტი წერეთელი. მოხსენებიდან გაირკვა, რომ მაღაზიას 2419 მან. და 89 კაპიკის საქონელი დააკლდა. გამგეობამ მაღაზიის გამგე გააფრთხილა, კომისიის მიერ აღმოჩენილი შეცდომები აღარ განმეორებულიყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3707; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .