ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3710

ფაქტი 3710

1919 წლის 1-ლ მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვეჯინის განყოფილების ანგარიში, რომლის შემოსავალიც 1918 წელს 959. 70 მანეთი იყო, გასავალი – 634. 72, 1919 წლის პირველი იანვრისთვის დარჩენილი იყო – 324. 98. საანგარიშო წელს საზოგადოებამ ადგილობრივი საკრედიტო ამხანაგობისგან შემოწირულობად განყოფილებისა და სამკითხველოს სასარგებლოდ 1000-100 მანეთი მიიღო, განყოფილებას ჰყავდა 100 წევრი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3710; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .