ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3711

ფაქტი 3711

1919 წლის 1-ლ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი თბილისის განყოფილების უმოქმედობის შესახებ. დღიდან დაარსებისა განყოფილებას წლიური კრება არ ცაუტარებია. 1916 წ. არჩეული გამგეობა უმოქმედებას იჩენდა. არ ტარდებოდა გამგეობის სხდომები. მთავარი გამგეობის გადაწყვეტილებით, დაევალა ხსენებულ განყოფილების გამგეობას მოიწვია წევრთა წლიური საზოგადო კრება და წარედგინა მათთვის მოქმედების ანგარიში. ამის შესასრულებლად ორი კვირის ვადა მიეცათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3711; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .