1919 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს აარონ მიხეილის ძე დონდოლაძე თხოვნა მასწავლებლის ადგილთან დაკავშირებით საზოგადოების რომელიმე სკოლაში. გამგეობის ცნობით, თავისუფალი ადგილია ატენის, ყალამშის და გომარეთის სკოლებში. გამგეობამ დანიშნა აკაურთას სკოლის მასწავლებლად ივანე ხელაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3727 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3727]; წვდომის თარიღი: 2019-09-21