1919 წლის 15 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წმინდა ნინოს ეკლესიის სამრევლო საბჭოს 9 მარტის სხდომის დადგენილება ქ. შ. წ. კ. გ. ს. ბიბლიოთეკა-სამკითხველოს ეკლესიის ხარჯით შენახვის შესახებ. ამ დადგენილებით საზოგადოება სრულიად განთავისუფლდა ბიბლიოთეკის ხარჯისაგან. (წმინდა ნინოს უბნის ბიბლიოთეკას საზოგადოებისგან 50 მანეთის დახმარება ჰქონდა მიღებული) და გამგეობამ სამრევლო საბჭოს მადლობა გადაუხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3760 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3760]; წვდომის თარიღი: 2019-09-21