1919 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დიდუბის ეკლესიის მოლარე დავით ნახუცრიშვილის განცხადება სავანე-პანთეონის გასაფართოებლად დოლიუხანოვისეული მამულის შემოერთების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ამ საკითხზე მთავრობის წინაშე შუამდგომლობა აღიძრა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3762 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3762]; წვდომის თარიღი: 2019-09-21