ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3771

ფაქტი 3771

1919 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ყალამშის სკოლის ყოფილი მასწავლებელ ნეოფიტე ომარაშვილის თხოვნა, მიეცეს მას 1918 წლის დარჩენილი ჯამაგირი. იგი მსახურობდა სკოლაში მაისის დამდეგამდე. გასწორებული აქვს ანგარიში 15 ივნისამდე. არ მიუღია ზაფხულის თვეების ხელფასი, მისი ანგარიშით ერგება 449 მან. გამგეობის განჩინებით, უნდა დაკმაყოფილებულიყო ნეოფიტე ომარაშვილი 1918 წლის ზაფხულის თვეების კუთვნილი ჯამაგირით 1-ლ სექტემბრამდე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3771; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .