1919 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანტონ ფალავანდიშვილის წინადადება 42 ცალი „ბუნდოვანი სურათისთვის“ დიაპოზიტივების შეძენის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, შეეძენათ მისგან 42 ცალი დიაპოზიტივი თითო ხუთ მანეთად.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3773 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3773]; წვდომის თარიღი: 2019-08-18