1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოქალაქე ანდრია გრიგოლის ძე კლდიაშვილის თხოვნა, მიეცეს მას იჯარით „ფიქრის გორა“ შეშის საწყობის გასამართად. კლდიაშვილი პირობას იძლევა, რომ ის ყოველ წლიურად გადაიხდის საიჯარო 1800 მანეთს. ხოლო იჯარის ვადა უნდა განისაზღვროს ცხრა წლით. გამგეობამ დააადგინა, გაეცა იჯარით „ფიქრის გორა“ არა ნაკლებ 6000 მანეთისა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3791 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3791]; წვდომის თარიღი: 2019-09-21