ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3795

ფაქტი 3795

1919 წლის 29 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს აკაკი წერეთლის ნაანდერძევი მამულის მიღების საკითხი. აკაკის ნების აღმსრულებელი კოტე აბდუშელიშვილი გამგეობას სთხოვდა, ეცნობებინა, იღებდა თუ არა საზოგადოება პოეტის ანდერძის თანახმად ნაანდერძევ სხვიტორის მამულს. გამგეობამ მიიღო მამული, რის შესახებაც უნდა მოხსენებოდა რწმუნებულთა საზოგადო კრებას და საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოების საბჭოს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3795; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .