1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი გრ. ორბელიანის ლექსების შეძენის შესახებ. სექციამ დაადგინა, შეეძინათ გრ. ორბელიანის ლექსები და ამის შესახებ მოლაპარაკების გამართვა მემკვიდრეებთან მიენდოს შ. დედაბრიშვილს. გამგეობამ აღნიშნა, რომ ორბელიანის ნაწერების გამოცემის უფლება უკვე აქვს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას და სექციის დადგინება უყურადღებოდ დარჩეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3813 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3813]; წვდომის თარიღი: 2019-08-25