1919 წლის 29 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე იმსჯელეს იოსებ ივ. ოცხელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. იგი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე იყო. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ გადაწყვიტა, რომ განსვენებულის ძმებისთვის სამძიმრის დეპეშა გაეგზავნათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3817 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3817]; წვდომის თარიღი: 2019-09-21