1936 წლის 21 სექტემბერს გერმან მათიაშვილი (პარტბილეთი N1508819) დაკითხეს ტროცკისტულ მოძრაობასთან დაკავშირებით. დაკითხულის თქმით, ის ტროცკისტული სამუშაოს ნიადაგზე 1927 წელს დაუკავშირდა მდივანს და მიხეილ ოკუჯავას სახლში მოხსენების „ტროცკისტული ორგანიზაციების ამოცანასთან დაკავშირებით" წაკითხვა სთხოვა. შეხვედრაზე მდივანმა ილაპარაკა, რომ სპარსეთიდან დაბრუნების შემდეგ მოინახულა სტალინი, რომელიც არწმუნებდა მას პარტიის სიმართლეში, ამიტომ ის დაჰპირდა გადაეხედა თავისი შეხედულებებისათვის, მაგრამ, ამის ნაცვლად, პირდაპირ ტროცკისთან მივიდა და  სტალინთან მოლაპარაკების საკითხები გააცნო.  სტალინს კიდევ ერთხელ შეხვდა 1932 წელს, როდესაც ჩამოვიდა ტროცკისტი რევოლუციონერი ივან სმიგლა.

წყარო: ბუდუ მდივანის საქმე | N 29986
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი