ქრისტინე შარაშიძემ სტალინს მისწერა, რომ საჭირო იყო „წერა–კითხვის წიგნთსაცავისა“ და საისტორიო–საეთნოგრაფიო ბიბლიოგრაფიის წიგნადი ფონდების შევსება გატანილი წიგნების დაბრუნებით, ფონდების შემოწმება ელენე კარიჭაშვილისა და იროდიონ სონღულაშვილის მონაწილეობით და ასევე საგანგებოდ შერჩეულ კომისიისგან ამ ფონდების დაცვისა და გამოყენების საკითხის მოგვარება.

წყარო: ქრისტინე შარაშიძის წერილი სტალინისადმი. წერს როგორ შეუშალეს ხელი რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებულ საბიბლიოგრაფიო მასალის დამუშავებაში და საერთოდ უნივერსიტეტის წიგნთსაცავის შესახებ
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი:
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3896 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3896]; წვდომის თარიღი: 2019-06-20