1921 წლის 18 იანვრს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ფოთის განყოფილება მათი მიწერილობის 9/12 N43 თანახმად ატყობინებდა, რომ განყოფილება განაგრძობდა თავის მოქმედებას და შეძლებისდაგვარად, ადგილობრივი ძალების დახმარებით, ნაწილობრივ ახორციელებდა საზოგადოების მიერ დასახულ მიზნებს. ინახავდა ერთ ბიბლიოთეკა-სამკითხველოს, რომელსაც გამოწერილი ჰქონდა ყველა პერიოდული გამოცემა. გამოუთქმელი სიძვირის გამო განყოფილება დიდი სიღარიბეს განიცდიდა. 1921 წლის პირველი თებერვლის განჩინების თანახმად ეს საკითხი ცნობად იქნა მიღებული.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3984 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3984]; წვდომის თარიღი: 2019-09-15