1919 წლის 26 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი შრომის სკოლის სიღნაღის ერობის გამგეობაში გადაცემის შესახებ. შრომის სკოლის გამგის, იოსებ ჩხატარაიშვილის თქმით, სიღნაღის სამაზრო ერობის გამგეობამ თანხმობა განაცხადა მიიღოს თავის გამგებლობაში შრომის სკოლა. ჩხატარაიშვილმა შეადგინა სკოლის ინვენტარის სია და გადასცა ერობის გამგეობას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4000 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4000]; წვდომის თარიღი: 2019-09-21