1921 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე შიო მღვიმელის „ტყის სურათებისა“ და ილია გოლიას „ხარბი რძლის“ შესახებ ნინო ნაკაშიძის რეცენზია მოითხოვეს. რეცენზირების შემდეგ შიო მღვიმელის „ტყის სურათების“ დაბეჭდვის ნებართვა გაიცა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4002 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4002]; წვდომის თარიღი: 2019-09-16