1919 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მანგლისის მცხოვრებთა მიერ საზოგადოების განყოფილების დაარსების დადგენილების შესახებ იმსჯელეს. მთავარმა გამგეობამ დაადგინა, ეცნობებინა ინიციატორთათვის განყოფილების გახსნის არსებული წესები. მიმოწერა ქართულ ენაზე უნდა ყოფილიყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4003 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4003]; წვდომის თარიღი: 2019-09-21