1919 წლის 26 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე სამწიგნობრო სექციისა და ლიტერატორ-კრიტიკოსთა გაერთიანებული კრების მიერ ორიგინალ და ნათარგმნ ნაწარმოებებზე ჰონორარის ნორმის შემუშავების საკითხი განიხილეს. გამგეობამ საკითხი დაამტკიცა და მისი გაზეთებში გამოცხადება გადაწყვიტა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4004 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4004]; წვდომის თარიღი: 2019-09-21