1921 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფრომ ტარუაშვილის განცხადება თავისი საბავშვო წიგნის „თხები და ცხვრების“ გამოცემის შესახებ.პირველი გამოცემა სულ გაყიდული იყო. გამგეობის გადაწყვეტილებით ეს საკითხი მიენდო ვ. ბურჯანაძეს. ასევე, მას მიენდო ტარუაშვილის შრომის გაცნობა და კრებისთვის თავისი აზრის წარმოდგენა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4012 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4012]; წვდომის თარიღი: 2019-08-23