1918 წლის 9/16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკას მაცხოვრებელთა თხოვნა ქართული სკოლის დასაარსებლად დახმარების შესახებ. მათ 500 მანეთამდე უკვე შეგროვებული ჰქონდათ. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ადგილობრივი სამზრუნველო კომიტეტის შენობის დასრულების შემდეგ მათ 200 მანეთით დახმარებოდა და 200 მანეთის წიგნებიც გაეგზავნა. გადაწყვეტილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომების ოქმები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4018 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4018]; წვდომის თარიღი: 2019-08-22