1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართულ ცხენოსანთა სათადარიგო პოლკის უფროსის თხოვნა ჯარისკაცებისთვის სახალხო საკითხავი წიგნების მიწოდების შესახებ. (მისამართი: სიღნაღის მაზრა „Ц. Калаяуп“). გამგეობამ გადაწყვიტა მათთვის 30 მანეთის წიგნები გაეგზავნა. დადგენილების ოქმს ხელს აწერდა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომების ოქმები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4024 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4024]; წვდომის თარიღი: 2019-06-26