1918 წლის 11 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სიღნაღის განყოფილების გამგეობის შუამდგომლობა. ისინი ითხოვდნენ, რომ მთავრობის მიერ გაწეული სამოსწავლო დახმარებიდან (30 000 მანეთი) 1918 წლის პირველი იანვრიდან ნუკრიანის სკოლის ორი მასწავლებლის ხელფასის შესავსებად გადაედოთ შესაბამისი თანხა. გამგეობის გადაწყვეტილებით, სიღნაღის განყოფილებას უარი ეთქვა, რადგან აღნიშნულ თანხას სპეციალური დანიშნულება ჰქონდა. დადგენილების ოქმს ხელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი აწერდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომების ოქმები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4025 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4025]; წვდომის თარიღი: 2019-06-20