1918 წლის 22 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თამარა მიხეილის ასული ქარცივაძის თხოვნა წიგნის მაღაზიაში პრაქტიკანტად გამყიდველის თანამდებობაზე მიღების შესახებ. ის თანახმა იყო თვეში 100 მანეთად ემსახურა. გამგეობის გადაწყვეტილებით ეს საკითხი გადაიდო. დადგენილების ოქმს ხელს აწერდნენ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომების ოქმები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4028 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4028]; წვდომის თარიღი: 2019-09-23