ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4036

ფაქტი 4036

1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნთა საწყობისთვის საჭირო ოთახების დაქირავების საკითხი. კორექტორ-მეთვალყურე საჭიროდ მიიჩნევდა ორი ან სამი ოთახის დაქირავებას. გამგეობამ გადაწყვიტა კორექტორის მოხსენება მიეღო და წიგნების საწყობებისა და კლიშეების შესანახად სამი ოთახი დაექირავებინა. დადგენილების ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4036; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .