ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4049

ფაქტი 4049

1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორის, ანასტასია წერეთლის თხოვნა გიორგი წერეთლის თხზულებების „ჩვენი ძველი გმირების“ და „ლომკაცის“ დათმობის შესახებ. მას კლიშეები ჰქონდა, ჰონორარისა და სხვა პირობების შესახებ წიგნის გამომცემელ სექციას ცალკე შეუთანხმდებოდა. გამგეობამ დაადგინა, ეს საკითხი გადასაწყვეტად წიგნების გამომცემელი სექციისთვის გადაეცა. დადგენილების ოქმს ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4049; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .