1920 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი ზოგიერთ წიგნებზე ფასების მომატების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით საკითხის განხილვა მიენდო პრეზიდიუმს, საკუთარი შეხედულებისამებრ მოემატებინა ზოგიერთი წიგნების ფასი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4110 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4110]; წვდომის თარიღი: 2019-09-19