1920 წლის 7 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს წიგნების აკინძვის საკითხი. თედო კიკვაძის მოხსენების მიხედვით, წიგნების მკინძავი ვერ ასრულებდა მოვალეობას. გამოცემების დროზე ჩასაბარებლად გამგეობამ მკინძავ ვასილ ყიფიანს მოსამსახურეებისთვის მოვალეობების გაზრდა შესთავაზა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4117 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4117]; წვდომის თარიღი: 2019-08-18