1919 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სარევიზიო კომისიის 11 მაისს დანიშნული კრების გადადების საკითხი, რადგანაც ვერ მოესწრებოდა წლიური ანგარიშის განხილვა. გამგეობამ შეუძლებლად სცნო კრების გადადება, რადგან ის წესდების ძალით თავის დროზე იყო გამოცხადებული და პროვინციებიდან რწმუნებულები ჩამოდიოდნენ. გამგეობამ ჩათვალა, რომ ანგარიშის განხილვა შეუმოწმებლად შეიძლებოდა და საჭოროებას წარმოადგენდა საზოგადოების სამოქმედო გეგმისა და მთავრობისგან სუბსიდიის გამოთხოვის საკითხების განხილვა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1919-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 4130 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/4130]; წვდომის თარიღი: 2019-09-21